გაკვეთილის გეგმები
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ტიპი- ინოვაციური
კლასი -მე-9
მოსწავლეთა რაოდენობა 12
დრო -45 წთ
გაკვეთილის თემა: როგორ შევქმნათ სარეკლამო ტექსტი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეაფასებენ წაკითხულ ტექსტს წერილობით და შექმნიან სარეკლამო სახის ტექსტს ანოტაციის სახით, გააფორმებენ წიგნის ყდას მუშაობის პროცესს დააკვირდებიან ,,რედაქციის მენეჯერები“ და შეარჩევენ თანამშრომლად საუკეთესო ,,მენეჯერს“ ,,პიარ მენეჯერესა“ და ,,რედაქტორს“
ქართ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული პრობლემების მიმართ მისთვის სასურველი ფორმით (მოთხრობის, ნოველის, ესეის, ჩანახატის, ლექსის და ა.შ.);
N აქტივობის აღწერა მეთოდი ორგანიზების ფორმა რესურსი დრო
1 მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას, გაკვეთილის მიზანს, რესურსს ვერბალური ახსნა საერთო საკლასო შეფასების რუბრიკა 3 წთ
2. მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს რომ შეისწავლეს 3 მნიშვნელოვანი ნაწარმოები ,მასწავლებელმა დაამზადა ამ ტექსტების მაკეტები ,,კაი ყმა“,,ფეხი დამდგით“ და ,,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“ისე რომ გასაფორმებელია ყდა , დასაწერია ანოტაცია და შთაბეჭდილებები ტექსტებზე ,ამისათვის კი გამოყოფილია ცარიელი გვერდები , მოსწავლეებმა უნდა შეავსონ კონკრეტული ველები . ამისათვის იყოფა ოთხი ჯგუფი
ჯგუფი 1 ლი - ,,კაი ყმა” შთაბეჭდილებები, სარეკლამო ტექსტი, წიგნის ყდის დიზაინის შექმა
ჯგუფი მე-2 ფეხი დამდგით”---შთაბეჭდილებები, სარეკლამო ტექსტის შექმნა, ყდის დიზაინის შექმნა
ჯგუფი მე-3 ,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“” -შთბეჭდილებები. ყდის დიზაინის შექმნა, სარეკლამო ტექსტის შექმნა
ჯგუფი 4 გამომცემლობის მენეჯერები რომლებმიც უნდა დააკვირდნენ მუშაობის პროცესს და ,,გამომცემლობისთვის შეარჩიონ საუკეთესო საუკეთესო მხატვარ დიზაინერი , რედაქტორი პიარ მემეჯერი ჯგუფური წიგნის ,,მაკეტი”
კალმები
ფანქრები
10 წთ
3 მოსწავლეები წარადგენენ წიგნის პირვე გვერდზე განთავსებუს საკუთარ შთაბეჭდილებებს პრეზენტაცია ინდივიდუალური მოსწავლეთა მიერ შექმნილი წერილობითი ტექსტები 7 წთ
4 მოსწავლეებმა უნდა შექმნან სარეკლამო ხასიათის ტექსტები ,დაწერონ ეს ტექსტი წიგნის ბოლო გვერდზე, ანუ ანოტაცია და წარმოადგინონ ჯგუფში ჯგუფური ,,წიგნის მაკეტი “ მოსწავლეთამიერ შექმნილი ტექსტები 10 წთ
5 მოსწავლეები წარმოადგენენ სარეკლამო ხასიათის ტექსტებს პრეზენტაცია ინდივიდუალური სარეკლაო ტექსტი 10 წთ
6. ,,გაომცემლობის მენეჯერები ‘ შეარჩევენ საუკეთესო თანამშრომლად მხატვარს, რედაქტორს, და პიარ მენეჯერს, იმსჯელებენ რატომ გააკეთეს არჩევანი ამა თუ იმ მოსწავლეზე როლური თამაში ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა 5 წთ
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
მთლიანად ნაწილობრივ არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს
მოსწავლის ნაშრომი შემოქმედებითია და ჩანს ინდივიდუალური ხელწერა
სარეკლამო ტექსტი ადეკვატურია ტექსტებისა
სარეკლამო ტექსტი გრამატიკულად და სტილისტურად გამართულია
ნაშრომი საინტერესოდ არის წარმოდგენილი
როლური თამაშის ინსტრუქცია
თქვე ახლა სკოლის მოსწავლეები კი არა ხართ ,არამედ -გამომცემლობის მენეჯერები და გესაჭიროებათ თანამშრომელი შემდეგ პოზიციაზე-1 წიგნის დიზაინერი
2. რედაქტორი
3. პიარ -მენეჯერი
ახლა გეძლევათ შესაძლებლობა მუშაობის პროცესში დააკვირდეთ კონკურსში მონაწილე თითოეულ კანდიდატს და შეარჩიოთ მათგან საუკეთესო . გაკვეთილის ბოლოს თქვენ უნდა დაასახელოთ ისინი და წარმომიდგინოთ მე - ანუ გამომცემლობის დირექტორს
რა ნიშნით შეარჩიეთ თითოეული მათგანი
Subscribe to:
Posts (Atom)
-
სასწავლო პროექტი ,,ბინდისფერი სოფელიდან ცამდე“ პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაკა დეკანოიძე სკოლა: ...
No comments:
Post a Comment