პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში მოსწავლეთა პრობლემური ქცევები IX კლასში და მათი მოგვარების გზები მაკა დეკანოიძე სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი 2017-18 სასწ წელი სარჩევი 1.შესავალი-------------------------------------------------------------------------------------------------3 2.კვლევის მიზანი-----------------------------------------------------------------------------------------4 3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი-------------------------------------------------------5 4.კვლევის ამოცანები-------------------------------------------------------------------------------------6 5.კვლევის ვადები-----------------------------------------------------------------------------------------7 6.პრაქტიკული კვლევის არსი---------------------------------------------------------------------------7 7. ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------------------------------8 8.კვლევის მეთოდების შერჩევა და ანალიზი--------------------------------------------------------16 9.კვლევის მიგნებები------------------------------------------------------------------------------------27 10. ინტერვენციები--------------------------------------------------------------------------------------27 11.ინტერვენციის შეფასება-----------------------------------------------------------------------------28 12. კვლევის რეფლექსია და გამოცდილების გაზიარება-------------------------------------------29 13. გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------------------------31 შესავალი მოსწავლეთა დისციპლინის საკითხი ყოველთვის იყო და არის სკოლის მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. დღეს ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია შეკითხვა: როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების მოტივირება და მართვა იმგვარად, რომ სკოლა წამახალისებელ, საინტერესო სასწავლო გარემოდ იქცეს? ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, ამისთვის კი კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენებას სამ ზოგად კატეგორიად ყოფენ. პირველი კატეგორია შეეხება საკლასო გარემოსა და სტრუქტურის ორგანიზებულობას, მეორე – სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივირებას, ხოლო მესამე – პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას, ქცევის წესების შემუშავებას მათი დასწავლისა და განმტკიცების გზით. გარემოს მოწყობასა და სტრუქტურირებას, ასევე სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფენ სკოლა და მასწავლებელი. მნიშვნელოვანად მიიჩნევა მოსწავლის ოჯახის ჩართულობაც. თუმცა ჩვენს სინამდვილეში არცთუ იშვიათია, მეტიც – საკმაოდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის მთლიანობა მორღვეულია, ერთი მშობელი საარსებო წყაროს ძიებაში სხვა ქვეყანაშია გადახვეწილი, მეორე კი ბავშვს არ ჰყავს, ან ჰყავს მაგრამ მას შვილისთვის არ სცალია. ასეთ დროს მოტივატორად და სწავლისთვის შთაგონების წყაროდ მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის კეთილი ნება და ალტრუიზმი გვრჩება და ყოველივე ამის გარეშე ბავშვი უგულებელყოფისა და სასწავლო პროცესიდან გარიყვისთვისაა განწირული. არადა, სავსებით შესაძლებელია ყველა ასეთი ბავშვის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, თუ მოსწავლის თვისშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებაზე მუმივად ვიზრუნებთ და მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით იმ ძლიერ კავშირს აღვადგენთ, რაც მოტივაციასა და სასწავლო შედეგს შორის უცვლელად არსებობს. ჩვენი ქცევა ჩვენი არჩევანია და მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის ქცევა შეცვალოს, უბრალოდ შეუძლია მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს მოსწავლეებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, რომლის საფუძველზე მოსწავლეები თავად გააკეთებენ არჩევანს შეცვალონ თუ არა ქცევა.(უილიამ გლასერი) მოსწავლის ქცევის მოდიფიკაცია შესაძლებელია მიზანმიმართული წვრთნით, თუკი ადეკვატური სტიმულების (წახალისების/ დასჯის) სისტემას გამოვიყენებთ(ბ. სკინერი) მოსწავლის ცუდ ქცევას იწვევს ყურადღების მიქცევის, ძალაუფლების შეგრძნების, შურისძიების სურვილი და უმწეობის განცდა. გამხნევება და არა ჯილდო, ლოგიკური შედეგი და არა დასჯა არის ამ თეორიის მთავარი სტრატეგიები( ალფრედ ადლერი) კლასის მართვა და დისციპლინა სწავლების თანმხლები უმნიშვნელოვანი პროცესია. თანმხლები იმიტომ, რომ შეუძლებელია ჯერ კლასში წესრიგის დამყარება, შემდეგ მისი გვერდით გადადება და სწავლების დაწყება.კლასის მართვა გულიხმობს მასწავლებლის ქმედებას მიმართულს კლასში კარგი საკლასო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ ,ხოლო დისციპლინა-მასწავლებლის ქმედებას, მიმართულს არასასურველი ქცევის აღმოფხვრისკენ ან მინიმუმამდე დაყვანისკენ. სამივე მოდელის მიმდევრები თანხმდებიან, რომ კლასის მართვსას პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდე კორექცია მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობ კლასის მართვის სამ ძირითად მოდელს( ჰუმანისტური, დემოკრატიული და ბიჰევიერისტულს) ,ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში მათი სწორად გამოყენება და ბალანსის დაცვა არ მიჭირს. ჩემ მიერ მერვე კლასში ჩატარებულ გაკვეთილებზე ჩართულმა დაკვირვებამ ( ასევე გაკვეთილის რეფლექსიაშიც) ყველაზე ხშირად იკვეთებოდა ,რომ მიჭირდა ცალკეული მოსწავლეებიც ქცევების მართვა გაკვეთილზე.კონკრეტულად • როდესაც ერთი მოსწავლე საუბრობს, სხვა არ აცლის საუბარს, ცდილობს გააწყვეტინოს • ნაცვლად იმისა,რომ ხელის აწევით გამოხატონ აზრის გამოთქმის სურვილი, ნებართვის გარეშე იწყებენ საუბარს • დისკუსიის დროს, ერთდროულად საუბრობენ. • როდესაც დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები საუბრობენ, ფიქრობენ ,რომ მათი აზრი მისაღები არაა და შესაბამისად იყენებენ ირონიულ რეპლიკებს,ან არ აცლიან საუბარს. • იყენებენ ღირსების შემლახავ ფრაზებს ( ,,შტერო „ ,,დებილო“...) • დანაშაულის არ განცდა • არიან მოსწავლეები, რომლებიც ცდილობენ გაკვეთილზე ,,,დროის გაყვანას“ და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას კვლევის მიზანი როდესაც საკუთრი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა გადავწყვიტე ჩემი მიზანი იყო-დამედგინა რა იყო კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში მოსწავლეთა პრობლემური ქცევიის (ადგილისა და დროის შეუფერებლად ქცევა)გამომწვევი მიზეზები, შესაბამისი ინტერვენციები დამეგეგმა ,განმეხორციელებინა შემეფასებინა და კოლეგებისაათვის გამოცდილება გამეზიარებინა. მიზნის მისააღწევად პირველ რიგში გადავწყვიტე კიდევერ ეთხელ კარგად გავცნობოდი პროფესიულ ლიტერატურას - კლასის მართვის ჰუმანისტურ, დემოკრატიულ და ბიჰევიორსტულ მიდგომებს ,დავკვირვებოდი რამდენად ვიყენებდი და რომელი პრინციპები იყო ჩემი პედაგოგიური მიდგომების სუსტი მხარე. დამედგინა რამდენად ვითვალისწინებდი გაკვეთილების დაგეგმვისას მოსწავლეთა ინტერესებს. იყო თუ არა მათთვის გაკვეთილები საინტერესო, იყო თუ არა მათთვის ჩემ მიერ მიწოდებული რესურსები საინტერესო ., ვამყარებდი თუ არა მათთან საკმარის კონტაქტს. ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალე მეცხრე კლასში შემსვლელი იმ მასწავლებლების გამოცდილება გამეზიარებინა, მომესმინა , და დავკვირვებოდი მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, რომელთაც ამ თვალსაზრისით ყველაზე ნაკლები პრობლემები აქვთ. მესამე მნიშვნელოვან გზად მივიჩნიე ასევე დამეფიქრებინა ისინი თავიანთ ქცევებზე და ერთობლივად დაგვეგეგმა შესაბამისი აქტივობები - ეწარმოებინათ თვითდაკვირვება და ურთიერთ დაკვირვება. ეწარმოებინათ დღიურები პერიოდულად და გაეცნთ შედეგები კლასისთვის პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები გარდატეხის ასაკი ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის ყველაზე რთული ეტაპია. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვობა უკვე გასულია, მაგრამ მოზრდილობის ასაკი ჯერ არ დამდგარა. მას ხშირად სწყინს, ღიზიანდება, გრძნობს, რომ სხვებისგან გამორჩეულია და ამას (რატომღაც!) ვერ ამჩნევენ. ამ დროს მოზარდი მშობლებს საყვედურობს და უმტკიცებს, რომ უკვე დამოუკიდებელია. ესმის, როგორ ამბობენ მის ზურგს უკან, რომ ის გარდატეხის ასაკშია და გაუვლისო .საყოველთაოდ ცნობილია ,რომ ე.წ. ,,გარდატეხის ასაკი“, ყველაზე რთული პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში, ,,კრიზისულ ასაკში“ მოზარდებში იწყება საკუთარი „მეს“ გადაფასება. მათ ეწყებათ, ასე ვთქვათ, „დიდობის პერიოდი,, ,,გარდატეხის ასაკი“, ვფიქრობ, ყველაზე მეტად მოზარდების სწავლისადმი ინტერესის დაქვეითების და ზოგ შემთხვევაში, პრაქტიკულად სრულად დაკარგვის გამო იქცევა ყველაზე მძიმე პერიოდად მათთვის. პრობლემურ ქცევას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რომელთა იდენტიფიცირება ხშირ შემთხვევაში რთულია და ზოგ შემთხვევაში- შეუძლებელი. დაკვირვების საფუძველზე გამოვიტანეთ დასკვნა,რომ პრობლემის სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს :  თანატოლების გავლენა  ძალადობა,  ასაკი კვლევის ამოცანები უპირველესად, უნდა გავარკვიოთ, რატომ იქცევიან მოსწავლეები ცუდად და რა განაპირობებს ამგვარი ქცევის ნაირგვარობას. ზოგადი პასუხი ასეთია: ისინი იმ ქცევას ირჩევენ, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას “შეეფერება”. მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ ზოგად მიზანს ემსახურება – იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, იგრძნოს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა, თავისი მნიშვნელოვნება და საჭიროება. ეს ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა – ადამიანი ხომ სოციალური არსებაა. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი უ. გლასერი წერს: თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები სახლში არ რეალიზდება, მისი რეალიზება სკოლაში უნდა მოხდეს. წარმატებისკენ მიმავალი გზა გულისხმობს მათთვის იმის მიცემას, რაც აკლიათ – თანატოლებსა და უფროსებთან თბილი ურთიერთობისას. ზოგჯერ მათთვის უკანასკნელ იმედად სკოლა რჩება. სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას რეალიზების გზა მის მთავარ ცხოვრებისეულ მოთხოვნილებას – გააცნობიეროს საკუთარი თავი როგორც სრულფასოვანმა პიროვნებამ. არ არსებობს ქცევის გამოსწორების უნივერსალური ხერხი, ამიტომ დისციპლინის გასაუმჯობესებლად მუშაობა ინდივიდუალურ მიდგომას უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მივაგნოთ მოსწავლის ქცევის მიზეზებს. ქცევის მართვა გულისხმობს მასწავლებლის უნარებს მოაგვაროს კლასში დისციპლინის პრობლემები. ამისათვის მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლის მიერ გამოვლენილ პასუხისმგებლობას, შენიშვნას იძლევა უპასუხისმგებლო საქციელისათვის, იყენებს დადებით და უარყოფით განმტკიცებას დ.ა.შ. მიზნის მისაღწევად გადავწყვიტე:  გავცნობოდი შესაბამის ლიტერატურას  გამეზიარებინა კოლეგების გამოცდილება  დამეფიქრებია მოსწავლეები საკუთარ ქცევაზე ამ მიზნით ეწარმოებიათ დაკვირვების ფურცლები  ჩამეტარებინა გამოკითხვა კვლევის ვადები აქტივობა ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი თებერვალი მარტი აპრილი მაისი საკვლევი პრობლემის შერჩევა X კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება X კითხვარის შედგენა-დამუშავება X გამოკითხვა მოსწავლეებთან X სავარაუდო ინტერვენციების შემუშავება X ინტერვენციის განხორციელება X X ინტერვენციის შედეგების ანალიზი X პრეზენტაცია კათედრაზე, შედეგების გაცნობა X პრაქტიკული კვლევის არსი პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,რომ გავიგოთ, რა ხდება სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად. სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს შედეგი. სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ იყოს ეს მათთვის შეთავაზებული გარეშე პირის მიერ. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს, ეს არის პრობლემური სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად და რაც მთავარია , სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. მასწავლებელი კოლეგებთან ერთდ გეგმავს და იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ შეისწავლოს საკუთარი პროფესიული საჭიროებები და ჩაატაროს კვლევა გამოვლენილი საკითხის გასაუმჯობესებლად. კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნება სამეცნიერო ნაშრომის ფორმით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეხმარება მასწავლებელს საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგებისგაუმჯობესების მიზნით. პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებითიკვლევათა რიცხვს, რომელიც მოიცავს ეტაპებს, რომლის სრულყოფილადწარმართვის შედეგად შეგიძლია გარკვეული დასკვნებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბება. ლიტერატურის მიმოხილვა ბიჰევიორიზმი (ინგ. Behaviorism, სიტყვასიტყვით ქცევათმეცნიერება) — წარმოადგენს ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების, რეაქციების ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე - სტიმულირებაზე. ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს ჯონ უოტსონის (1878-1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული იყო მის სტატიაში "ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით" გამოიყენეს რა პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა, ბიჰევიორისტები ვარაუდობენ, რომ დასწავლის და გამოცდილების შეძენის კანონები ადამიანებსა და ცხოველებში ერთნაირია. გამორიცხეს რა ინსტინქტები თავიანთი ინტერესების სფეროდან, ბიჰევიორისტები დაინტერესდნენ მხოლოდ ქცევითი ჩვევების გამომუშავების კანონზომიერებებით. 20-იან წლებში ბიჰევიორიზმი დაიყო რიგ მიმართულებებად, ხოლო 30-იან წლებში გაჩნდა ნეობიჰევიორიზმი. მან შესწორება შეიტანა თავდაპირველ ბიჰევიორიზმში, აღიარა შუალედური რგოლი სტიმულსა და რეაქციას შორის, შემოიღო რა ცნება "შუალედური ცვლადები", რომელთაც განეკუთვნა ქცევის მოტივები, მიზნები და სხვა "შინაგანი" კომპონენტები. ბიჰევიორიზმში შემუშავებული ჩვევების ფორმირების კვლევის მეთოდიკები ფართოდ გამოიყენება ქცევის ფსიქოლოგიაში. კლასის მართვა გაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის მართვას მოიცავს, რაც ეფექტური და უსაფრთხო სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. იგი გულისხმობს კლასში ისეთი ატმოსფეროს შექმნას, სადაც მოსწავლეები მოტივირებული იქნებიან ისწავლონ, განსხვავებული შესაძლებლობის მიუხედავად სიამოვნებით ითანამშრომლონ , შეძლონ კონფლიქტის თავიდან არიდება, მისი მოგვარება საკლასო ოთახში თუ მის გარეთ და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. არსებობს რამდენიმე თეორია, რომლებსაც ხშირად განიხილავენ კლასის მართვის კონტექსტში, მათ შორისაა:  უილიამ გლასერის არჩევანის თეორია, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქცევა ჩვენი არჩევანია და მასწავლებელს არ შეუძლია მოსწავლის ქცევა შეცვალოს, უბრალოდ შეუძლია მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს და დაეხმაროს მოსწავლეებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში, რომლის საფუძველზე მოსწავლეები თავად გააკეთებენ არჩევანს შეცვალონ თუ არა ქცევა.  სკინერის ქცევის მართვის თეორია (ბიჰევიორიზმი) რომლის მიხედვით მოსწავლის ქცევის მოდიფიკაცია შესაძლებელია მიზანმიმართული წვრთნით, თუკი ადეკვატური სტიმულების (წახალისების/ დასჯის) სისტემას გამოვიყენებთ.  ალფრედ ადლერის და რუდოლფ დრეიკურსის თეორია, რომლის მიხედვითაც ყველა ცუდ ქცევას საფუძვლად უდევს ბავშვის არასწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიპოვოს სტატუსი და გავლენა. მოსწავლის ცუდ ქცევას იწვევს ყურადღების მიქცევის, ძალაუფლების შეგრძნების, შურისძიების სურვილი და უმწეობის განცდა. გამხნევება და არა ჯილდო, ლოგიკური შედეგი და არა დასჯა არის ამ თეორიის მთავარი სტრატეგიები. რობერტ მარზანო წიგნში ,,კლასის მართვა“ საუბრობს ,,კლასის მართვის ხარვეზების მთავარი მიზეზი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა ,რასაც თავის მხრივ იწვევს უინტერესო გაკვეთილები ან ოჯახური პრობლემები“. ფროიენისა და ივერსონის( 1999) მიხედვით კლასის მართვა სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: შინაარსის მართვა, ქცევის მართვა და ურთიერთობების მართვა. შინაარსის მართვა გულისხმობს სასწავლო გეგმით შესასწავლი მასალის, სივრცის, აღჭურვილობისდა გაკვეთილის მიმდინარეობის მართვას. მასწავლებელს ამისათვის სჭირდება: • სწავლების მართვის უნარი; • ჯგუფის მართვის უნარები (ყურადღების მიპყრობა, პასუხისმგებლობის გაღვივება, მოტივაციის გაღვივება/შენარჩუნება); • სწავლებასთან დაკავშირებული დისციპლინის პრობლემების გადაჭრის უნარი (პროექტების გვიან ჩაბარება, გამოცდის შიში, საუბარი ნებართვის გარეშე, პლაგიარიზმი, დაგვიანება/გაცდენები, სიტყვიერი მითითებების არშესრულება, დაგვიანებული ან არასრული დავალებები. ა.შ.) ქცევის მართვა გულისხმობს მასწავლებლის უნარებს მოაგვაროს კლასში დისციპლინის პრობლემები. ამისათვის მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლის მიერ გამოვლენილ პასუხისმგებლობას, შენიშვნას იძლევა უპასუხისმგებლო საქციელისათვის, იყენებს დადებით და უარყოფით განმტკიცებას დ.ა.შ. ურთიერთობების მართვა გულისხმობს კლასში სოციალური სისტემის მართვას. ყველა სკოლის კულტურა უნიკალურია და მასზე გავლენას ახდენს თემის კულტურა. მასწავლებელმა უნდა იცოდეს კლასის, როგორც სოციალური სისტემის სპეციფიკა და ინტერპერსონალური ურთიერთობების მართვა სკოლის კულტურის გათვალისწინებით; იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ეფექტურად შეძლონ სამივე კომპონენტის ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანია:  დაამკვიდრონ სასკოლო თუ საკლასო წესები და პროცედურები;  იმუშაონ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე;  შეიმუშაონ დისციპლინის დარღვევის პრევენციული/აღმკვეთი სტრატეგიები;  დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. რუდოლფ დრეიკი მასწავლებლებს გვირჩევს ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა თვითდისციპლინის განვითარებას ,ამისათვის კი აუცილებელია : მიზნის განსაზღვრა  თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება  წახალისების ფორმების გამოყენება  თვითდაკვირვების მეთოდის შემუშავება  თვითგანმტკიცება სთეიჯისა და ქუიროზის დასკვნებზე დაყრდნობით მეტაანალიზში კვლევები დისციპლინური დარღვევების აღმოფხვრაზე მიმართული ღონისძიებები 5 კატეგორიის მიხედვით შეიძლება დავალაგოთ. 1) მასწავლებლის რეაქცია 2) ნივთიერი წახალისება 3) დაუყოვნებელი სახდელი 4) ჯგუფური მიღწევები 5) მშობლების რეაგირება მოსწავლის ქცევაზე მასწავლებლის რეაქცია- მასწავლებლის სიტყვიერი და ფიზიკური მოქმედება,რომელიც მოსწავლეს მიანიშნებს, რომ მისი ქცევა მისაბაძი ან დასაგმობია. ნივთიერი წახალისება- აერთიანებს იმ მეთოდებს, რომელიც მოსწავლის სანიმუშო საქციელს აღიარებას სიმბოლური საშუალებების გამოყენებით გულისხმობს ან სიმბოლური ჯილდოს ჩამორთმევა თუ ის არასწორ საქციელს ჩაიდენს. დაუყოვნებელი სახდელი-მოსწავლის არასწორ საქციელს კონკრეტული ღონისძიებები მოჰყვება. ჯგუფური მიღწევები-მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ვალდებულებები,რომ ერთობლივი ძალისხმევით დააკმაყოფილონ ქცევის გარკვეული კრიტერიუმები. მშობლების რეაგირება- მოსწავლეთა ქცევაზე- მოიცავს იმ მეთოდებს,რითაც მოსწავლის ქცევაზე რეაგირება სახლის პირობებში ხდება.(რობერტ ჯ. მარზანო ,,კლასის მართვა“ რომელი კატეგორიაც არ უნდა იყოს შერჩეული, აუცილებელია,ზუსტად განისაზღვროს თუ სად გადის საზღვარი დისციპლინის დარღვევასა და კარგ ქცევას შორის. ყოველთვის მისაბაძი ქცევა დაუშვებელ ქცევისგან უნდა განსხვავდებოდეს. ანდრი მილერის,ეამონ ფერგუსონისა და რაშელ სიმფსონის ლიტერატურის მიხედვით(1998წ. გვ.56),,ცხადად იკვეთება ,რომ კვლევების შედეგების მიხედვით სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, მიაღწიოს ჯანსაღ ბალანსს შექებასა და დასჯას შორის. თეორეტიკოსები როდესაც კლასის მართვაზე საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. ყველა მოსწავლეს სკოლაში სწავლის განსხვავებული მოტივაცია აქვს. მათი მოტივირების ხელშემწყობი კი უპირველესად პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მენეჯმენტია . ეს კი უპირველესად სასწავლო მეთოდებისა და სტრატეგიების სწორად შერჩევას, საკმარისი და საინტერესო რესურსების შექმნას , მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათალისწინებას გულისხმობს. რობერტ მარანი წიგნში ,,კლასის მართვა“ საუბრობს: ,,კლასის მართვის ხარვეზების გამომწვევი მთავარი მიზეზი მოსწავლეთა დაბალი მოტივაციაა,რასაც თავის მხრივ იწვევს უინტერესო გაკვეთილი ან ოჯახური პრობლემები .“ უინტერესო კი გაკვეთილი მაშინ არის თუ მასწავლებელი არ იყენებს ,მრვალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს, არ ითვალლისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, რესურსები სწორად არ არის შერჩეული ( ან საერთოდ არ იყენებს სწავლა-სწავლების პროცესში .) მოსწავლეთა პრობლემური ქცევის( არ იქცევა ადგილისა და დროის შესაბამისად) ერთ-ერთ მიზეზად რუდოლფ დრეიკერი ასახელებს იმას რომ მასწავლევებელი სათანადო ყურადღებას არ აქცევს მოსწავლის ინდივიდუალიზმს. ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია მოსწავლეებში თვითრეგულირებადი ქცევების ხელშეწყობა. ამიტომ მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითდისციპლინის განვითარებას. ამისათვის კი აუცილებელია  მიზნის(სამიზნე ქცევის) განსაზღვრა  თვითდაკვირვების სისტემის გამოყენება  წახალისების ფორმების გამოყენება  თვითდაკვირვების მეთოდის შემუშავება  თვითგანმტკიცება პოზიტიური განმტკიცება გამოყენება, როგორც კორექციული სტრატეგიის მეთოდი, რომელიც გული¬სხმობს სასურველი ქცევის დაჯილდოვებას და არა შეუფერებელი ქცევის აღკვეთას. მასწავლებლის არსენალშია სოციალური განმამტკიცებელი სტიმულების დიდი რაოდენობა, როგორიცაა - შექება, ყურადღება, გაღიმება, შეფასება. შექება. ფსიქოლოგები ურჩევენ მასწავლებლებს შეაქონ მოსწავლეები კარგი საქციელისთვის და ყურადღება არ მიაქციონ შეუფერებელ ქცევას. თუ პრობლემური ქცევა თანატოლთა ყურადღებას იქცევს, მაშინ მასწავლებლის მხრიდან მისი იგნორირება წარმატებული ვერ იქნება. ქება-იგნორირების გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ რა, თქმა უნდა, ამით არ გადაიჭრება კლასის მართვის ყველა პრობლემა ჟეტონების სისტემა. თუ სოციალური განმამტკიცებლები არ იძლევა შედეგს, შეიძლება გამოყენებული იქნას ჟეტონების სისტემა. როცა მოსწავლეები კარგი ქცევისთვის იღებენ ჟეტონს (სიმბოლურ ნიშანს), ხოლო არასასურველი ქცევისთვის კარგავენ მას. ჟეტონები ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მასწავლებელი აჯილდოვებს მიზნისკენ მიმავალ პატარა, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთ - სტიკერები, ვარსკვლავები, დახატული გაცინებული და მოწყენილი სახეები. წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონების შეგროვების შემდეგ მოსწავლეები, მას სასურველ ჯილდოში ცვლიან. მოსწავლის ასაკის გათვალისწინებით, ჯილდო შეიძლება იყოს: ტკბილეული, საკვები, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები ან სხვა პრივილეგია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ჯილდო მოსწავლისთვის სასურველი იყოს, წინააღმდეგ შემთვევაში ის არ გამოიწვევს ქცევის განმტკიცებას. სიმბოლური განმტკიცების სისტემა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, როგორც წესი ის 3 შემთხვევაში გამოიყენება:  შევუქმნათ მოტივაცია იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლა არ აინტერესებთ.  იმ მოსწავლეების წასახალისებლად, რომლებსაც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.  ისეთ კლასთან გასამკლავებლად, რომელიც კონტროლს ძნელად ექვემდებარება. უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური განმტკიცების სისტემას ნაკლები სარგებელი მოაქვს მოსწავლეთა გარკვეული კატეგორიისთვის - მენტალური პრობლემის მქონე ბავშვები, მცირე აკადემიური უნარების მქონე ბავშვები და პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები. ისინი დადებითად რეაგირებენ მაშინ, როცა განმტკიცება მყისიერია და კონკრეტული. სიმბოლური განმტკიცების სისტემის გამოყენების მიზანია, მოსწავლის უნარების იმ დონეზე განვითარება, რომ მან შეძლოს ეს უნარები გამოიყენოს ჟეტონების მიღების გარეშეც. ასეთი შედეგის მისაღწევად ნებისმიერი ჟეტონების სისტემა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მალე შეძლოს მათ გარეშე ქცევის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი ჟეტონებზე ისე ხდებიან დამოკიდებული, რომ ქცევის მოდიფიკაციის პროგრამის ეფექტი ნულამდე დადის. ჟეტონი წარმოადგენს გარეგან განმამტკიცებელს. ყველა ის სტიმული, რომელიც მოდის გარემოდან, გარეგანი განმამტკიცებლებია: ყურადღება, შექება, ჟეტონი, ვარსკვლავი, ნიშანი და ა.შ. შინაგანი განმტკიცება გულისხმობს იმ წყაროს განმტკიცებას, რომელიც თვითონ პიროვნებას გააჩნია. ესაა - კმაყოფილება, მიღწევისა და წარმატების სასიამოვნო განცდა. მასწავლებლის ამოცანაა, ისე მოახდინოს სასწავლო სიტუაციის ორგანიზება, რომ ბავშვმა, რაც შეიძლება ხშირად მიიღოს შინაგანი კმაყოფილება. მაგალითად, თუ მოსწავლეს მივცემთ ძალიან რთულ, ან ძალიან ადვილ დავალებას, მაშინ ისინი ვერ მიიღებენ კმაყოფილებას. პრემაკის პრინციპი. მასწავლებელს შეუძლია წაახლისოს მოსწავლისათვის არასასურველი ქცევა, თუ მას დაუკავშირებს მისთვის უფრო სასურველ ქვევას. მასწავლებელი მხოლოდ მაშინ ხდის სასურველ ქცევას ხელმისაწვდომს, როცა მოსწავლე ნაკლებად სასურველ მოქმედებას შეასრულებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ შენ გააკეთე ის რაც მე მინდა და შემდეგ ის გააკეთე, რაც შენ გინდა. მაგალითად, მასწავლებელი ამბობს: - როგორც კი მორჩებით დავალების დაწერას, შეგიძლიათ ეზოში გახვიდეთ. ეს ტექნიკა ცნობილია დ. პრემაკის პრინციპის სახელწოდებით. თანდათანობით მიახლოვების სტრატეგია. რა ხდება მაშინ, როცა მოსწავლე მუდმივად განმამტკიცებლის გარეშე რჩება, რადგან არ შეუძლია დავალების კარგად შესრულება. მაგალითად, ყოველთვის დაბალ შეფასებას ღებულობს მათე¬მატიკაში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ თანდათანობით მიახლოვების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს პროგრესის განმტკიცებას. ქცევა, რომლის დაუფლებაც სურს მოსწავლეს, მასწავლებელმა უნდა დაყოს მცირე, თანმიმდევრულ, ლოგიკურ ნაბიჯებად. ამასთანავე ეს ტექნიკა აძლევს მასწავლებელს საშუალებას, დაადგინოს ის პრობლემური ადგილები, სადაც მოსწავლეები სიძნელეებს აწყდებიან. ჯგუფური შედეგები. მასწავლებელმა შეიძლება განამტკიცოს კლასის ყველა წევრის ქცევა ერთობლივად. როგორც წესი ეს გულისხმობს თითოეული მოსწავლის ნიშნის მიმატებას, კლასის ერთობლივი ნიშნისთვის. თავდაპირველად, მასწავლებლები და მოსწავლეები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროცესი უკეთესი გახდეს. შემდეგ ისინი განსაზღვრავენ იმ ქცევებსა და მოქმედებებს, რომელიც ხელს უშლის სწავლას. კლასი ორ ჯგუფად იყოფა. ყოველთვის, როცა მოსწავლე არღვევს რომელიმე წესს, მის ჯგუფს ეწერება ნიშანი (სიმბოლო). თვის ბოლოს (შეიძლება მეოთხედის ბოლოს) იმ ჯგუფს, რომელსაც ასეთი ნიშანი ყველაზე ცოტა ექნება, ეძლევა ჯილდო ან პრივილეგია. თუ ორივე ჯგუფს ასეთი ნიშანი(სიმბოლო) ცოტა ექნება, ორივე მათგანი მიიღებს ჯილდოს.შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფური განმტკიცება, კლასის გუნდებათ დაყოფის გარეშეც. განმტკიცება შეიძლება დაეფუძნოს მთელი კლასის ქცევას. ჯგუფური მიდგომის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო. მთელი კლასი არ უნდა დაისაჯოს კონკრეტული ბავშვის შეცდომისა ან ცუდი საქციელის გამო. ამავე დროს ბავშვი, რომელის გამოც ჯგუფი ხშირად ღებულობს ნეგატიურ შეფასებას, შეიძლება კლასში ყველასგან მოძულებული და გარიყული გახდეს.ჯგუფური შედეგების მეთოდი ისეთ სიტუაციაშია რეკომენდირებული, სადაც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია თანატოლთა აღიარება. თუ მოსწავლის ცუდ საქციელს აძლიერებს თანატოლთა ყურადღება და სიცილი, ამ შემთხვევაში ჯგუფური შედეგების მეთოდი, შეიძლება კარგი დამხმარე საშუალება აღმოჩნდეს. კონტრაქტი (შეთანხმება). მასწავლებელი თითოეულ მოსწავლესათან დებს შეთანხმებას, რომელშიც აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ პრივილეგიებისა და ჯილდოს მისაღებად. ბავშვებთან ერთად პრივილეგიების განსაზღვრას, თავისთავად შეიძლება ქონდეს საგანმანათლებლო მნიშვნელობა, რადგან მოსწავლეები სწავლობენ მიზნების დასახვას და შეთანხმების პირობების შესრულებას. დავალების შესრულების კონტრაქტი მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ საშუალო და მაღალ კლასებში. ჩემი პედაგოგიურ პრაქტიკაზე ჩართულმა დაკვირვებამ მიჩვენა, რომ კლასის მართვისას ყურადღება ორ პრობლემაზე გამემახვილებინა- გამეუმჯობესებინა სასწავლო გარემო კლასში და მოსწავლეები დამეფიქრებინა თვიანთ პრობლემურ ქცევებზე. ასევე სასურველი ქცევის განსამტკიცებლად გავცნობოდი პრობლემური ქცევის სტრატეგიებს და რაც მთავარია ჩემს პრაქტიკაში გადმომეტანა. კერძოდ.კ. როჯერსი გვირჩევს ,,შეამცირეთ ყურადღება ნეგატური ქცევის დროს“ ,, დაუთმეთ მეტი ყურადღება“ ,, გამოიყენეთ იგნორირება, როგორც ბოლო საშუალება“, ,,ასწავლეთ გადაავადოს თავისი მოთხოვნა“ ,,ასწავლეთ ალტერნატიული ქცევა სასურველის მისაღებად“ (კ.როგერსი. პიროვნებაზე ცენტრირებული მიდგომა“ ) ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე ,გავცნობოდი რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012 გავცნობოდი კონკრეტულად. • დისციპლინის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიებები ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012 გვ35-53) • მენტალური მზაობა ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012 გვ82) • მოსწავლეთა პასუხისმგებლობა კლასის მართვასთან დაკავშირებით ( რობერტ. ჯ. მარზანოს. კლასის მართვა.2012 გვ94) • კლასის ეფექტური მართვა ჩატარებული კლვევების ანალიზმა და არსებული ლიტერატურის გაცნობამ მიმახვედრა, რომ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში უნდა დამენერგა რამდენი მე მათგანი. კერძოდ  მოსწავლეთა დამოკიდებულების წერილობით ჩამოყალიბება  თვითმონიტორინგისა და კონტროლის სტრატეგია  მკაცრი დისციპლინის მექანიზმი  მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო აქტივობების შეთავაზება კვლევის მეთოდების შერჩევა და ანალიზი როგორც ცნობილია, კვლევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და საჭიროა სხვადასხვა კვლევას შეუსაბამოთ სათანადო კვლევის მეთოდი. წარმოდგენილი კლვევა ჩემ მიერ პირველად განხორციელდა .ამიტომ გავეცანი ანალოგიური კვლევების ანგარიშებს .ასევე გამოვიყენე ტრენინგზე (,,პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“)მიღებული ცოდნა და შევეცადე კლვევის მეთოდებიდან შემერჩია თვისობრივი მეთოდი,კერძოდ, ,,ფოკუს ჯგუფი“ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აზრის გასაგებად.ასევე კლასის ყველა მოსწავლესთან გამოკითხვა (რათა შემეგროვებინა რაოდენობრივი მონაცემები). სანამ კვლევას უშუალოდ მე-9 კლასში დავიწყებდი, გადავწყვიტე შედგენილი ანკეტა შეევსო ,, ფოკუს ჯგუფს“ ( ფოკუს ჯგუფის მოსწავლეები შევარჩიე მე-8 კლასიდან ,რომელთაც ვასწავლი, ) ასევე მე-8 კლასისს რამდენიმე მოსწავლეს ვთხოვე, კითხვარის შევსება, თანაც ავუხსენი ,რომ მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, მათი ნაშრომები კი მე დამეხმარებოდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში. ,,ფოკუს ჯგუფში“ მონაწილე მოსწავლეებისათვის ინტერვიუს მისაღებად კითხვები ასე ჩამოყალიბდა. • თქვენი აზრით ,რატომ იყენებენ მოსწავლეები მიმართვის ისეთ ფორმებს, როგორებიცაა...,, შტერო“, ,,დებილო“ ,,რა სისულელეს ამბობ?“ • თქვენი აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს მასწავლებელმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს ? • თქვენი აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს მშობელმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს • თქვენი აზრით ,რა შეიძლება გააკეთდეს თვითონ ბავშვმა იმისათვის, რომ ასეთი სიტყვები მოსწავლემ ნაკლებად გამოიყენოს ? ,,ფოკუს ჯგუფში“ მონაწილე მოსწავლეებისათვის სიღრმისეული ინტერვიუს მისაღებად კითხვები ასე ჩამოყალიბდა.  მოსწავლეებმა იციან, რომ ხელის აწევით უნდა გამოხატონ აზრი და სანამ სხვა საუბრობს ,აზრის დამთავრება უნდა აცალონ, მიუხედავად ამისა, ისინი ამას, მაინც აკეთებენ? როგორ ფიქრობთ რატომ?  რას გრძნობთ ,როცა საუბრობ, და აზრის დამთავრებას არ გაცლიან?  როგორ იქცევი ( რას აკეთებ) როცა საუბრობ და სხვა აგყვება საუბრის დროს?  თქვენი აზრით ,რა არის საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში?  როგორ უნდა მოვიქცე მე ,მასწავლებელი, როცა ეს ჩემს გაკვეთილზე ხდება?  მოსწავლეები სხვადასხვა მასწავლებლის გაკვეთილზე ასეთ ქცევას სხვადასხვა სიხშირით ავლენენ?  რა ფაქტორები უშლის ხელს მასწავლებელს გაკვეთილზე დისციპლინის შენარჩუნებაში გაკვეთილზე ჩართულმა დაკვირვებამ და კლასის მართვასთან დაკავშირებულმა ლიტერატურის ანალიზმა მაფიქრებინა, რომ მოსწავლეთა არასასურველი ქცევის მიზეზები ხშირად არასწორად დაგეგმილი გაკვეთილი, არასაკმარისი რესურსი და მოსწავლეთა ინტერესების გაუთვალისწინებლობაა. საკვლევი კითხვების ანკეტა, რომლითაც რაოდენობრიმი მონაცემები უნდა შემეგროვებინა, მიზნად ისახავდა დამედგინა როგორი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილების მიმართ, რამდენად ვითვალისწინებდი მათ ინტერესებს და აკმაყოფილებდათ თუ არა ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობები და რესურსები. სასწავლო რესურსები 1. გაკვეთლზე გამოყენებული რესურსები ა) საკმარისია-10% ბ) ნაწილობრივ საკმარისია-58% გ) არ არის საკმარისი-23% გ) მიჭირს პასუხის გაცემა-9% 2. გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი ა) მიადვილებს სწავლას-44% ბ) ნაწილობრივ მიადვილებს სწავლას-33% გ) არ მიადვილებს სწავლას-9% დ) მიჭირს პასუხის გაცემა-14% სასწავლო მეთოდები 1)როლური თამაშები ,ინტერვიუ გმირთან, ინტერვიუ მწერალთან, იმიტირებული სასამართლო.... ა) ძალიან მომწონს,-38% ბ)ნაწილობრივ მომწონს-30 % გ) არ მომწონს -12% დ) მიჭირს პასუხის გაცემა-20% 2) სახალისო აქტივობების რაოდენობა გაკვეთილზე ა) უნდა გაიზარდოს-61% ბ) არ უნდა გაიზარდოს-12% გ) მიჭირს პასუხის გაცემა-27% 3) ახალ მასალას როდესაც გაწვდით ა) ყველაფერს ნათლად და გასაგაებად გვიხსნით-27% ბ) ნაწილობრივ მიჭირს გაგება და გააზრება-38% გ) ვერ ვგებულობ -16% დ) მიჭირს პასუხის გაცემა-19% ი ა კომუნიკაცია 4) გაკვეთილზე ა) ჩემთვის საკმარის დროს მითმობთ-27% ბ) ნაწილობრივ საკმარის ყურადღებას მაქცევთ-38% გ) საკმარის დროს მითმობთ-21% დ) დროს საერთოდ არ მითმობთ-14% კლასის მართვა  კლასში დისციპლინის პრობლემა ა) საერთოდ არ არის-22% ბ) ნაწილობრივ დისციპლინის პრობლემებია-42% გ) კლასის მართვა ძალიან გიჭირთ-8% დ) მიჭირს პასუხის გაცემა-28%  ჩემს გაკვეთილზე დისციპლინის პრობლემა რომ შემცირდეს,ყველაზე მეტად რომელი მასწავლებლის გამოცდილება გამომადგება.. • დალი მოდებაძე-24% • ბერიკა დეკანოიძე-19% • მელანო წიწილაშვილი-21% • თამარ კურცხალია-17% • ეკატერინე დეკანოიძე-12% • ეკატერინე ბედიანიძე-7% შემოხაზეთ იმ 4 მოსწავლის სახელი რომლებიც ყველაზე ხშირად არ აცლიან სხვა სხვა მოსწავლეებს საუბარს  ირაკლი ქემერტელიძე-25%  ჯემალი ქემერტელიძე-21%  გუგა ენუქიძე-12%  ნიკა გვეხიძე-6%  ანა გვეხიძე-9%  ნანა გვეხიძე-11%  გიორგი დეკანოიძე-16% მოსწავლის ქცევა 1.ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა ,,დებილო „, ,,შტერო“ ,, რა სისულელეს ამბობ“ ვიყენებ ა) ძალიან ხშირად-35% ბ) ხშირად-33% გ) იშვიათად-23% დ) არასოდეს-9% 2. გაკვეთილზე ,როცა მოსწავლე საუბრობს ა) ხშირად ვაწყვეტინებ საუბარს-41% ბ) ხანდახან ვაწყვეტინებ საუბარს-24% გ) იშვიათად ვაწყვეტინებ საუბარს-21% დ) არასოდეს ვაწყვეტინებ საუბარს-14% კვლევის მიგნებები  ვერ ვიყენებ /ანარასწორად ვერ ვიყენებ კლასის მართვის სტრატეგიებს  უინტერესო გაკვეთილის მიზეზია ინტერაქტიული მეთოდების სიმცირე კლასში  უინტერესო გაკვეთილის მიზეზი არის არასაკმარისი რესურსების გამოყენება.(ისტი , საინტერესო მხატვრული ლიტერატურის სიმცირე)  მოსწავლეები არ უფიქრდებიან თავიანთ მეტყველებაში გამოთქმულ სიტყვებს  მოსწავლეებთ უჭირთ თავიანთი იმპულსების მართვა  მოსწავლეები მირჩევენ ,რომ გამოვიჩინო მეტი სიმკაცრე. და დასჯის მეთოდები ინტერვენციები რაკი კვლევის მიგნებები და პრობლემების გამოვლენა შევძელი, შემდგომ ეტაპზე მიზნაად დავისახე- ინტერვენციების სტრატეგიების შემუშავება, დანერგვა და მათი ეფექტიანობის შეფასება. სტრატეგიები და რეკომენდაციები ასეთი იყო.  გავცნობოდი კლასის მართვის სტრატეგიებზე არსებულ ლიტერატურას.კონკრეტულად სკინერის ბიჰევიორისტულ მოდელს და დრეიკერის დემოკრატიულ მოდელს. რაც მთავარია , დამენერგა პრაქტიკაში.დავკვირვებოდი საკუთარ პროგრესს.  მოსწავლეებთნ შეთასხმებით, გადავწყვიტეთ მოსწავლეებს ეწარმოებინათ თვითდაკვირვების დღიურები, ( დაკვირვება ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილზე ქცევას) დღიურების ჩანაწერები კლასში წაგვეკითხა კვირის ბოლოს.  მოსწავლეები დაკვირვებოდნენ ერთმანეთის ქცევას. დაკვირვების შედეგები ჩაენიშნათ და შედეგებზე ესაუბრათ კვირის ბოლოს. ( ურთიერთდაკვირვებისთვის კენჭი ვყარეთ -ერთი მოსწავლე აკვირდებოდა ერთს. ოღონდ ისე , რომ არ სცოდნოდათ ვინ ვის აკვირდებოდა.კენჭისყრა ხდებოდა ყოველი კვირის ბოლოს,ანუ დამკვირვებელი და დაკვირვების ობიექტი ყოველთვის სხვადასხვა იყო)  გავსაუბრებოდი კლასში შემსვლევ იმ ორ მასწავლებელს, რომელთა გამოცდილების გაზიარება მირჩიეს მოსწავლეებმა, დავსწრებოდი მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მეწარმოებინა აღწერითი დაკვირვება.,მიგნებები გამეანალიზებინა და მიმეცა უკუკავშირი.( დამენერგა პრაქტიკაში)  გამევლო ტრენინგები ( მოდული-კლასის მართვის ეფექტური სტრატეგიები) და( მოდული- (პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა)  ჩამენაცვლებინა სასკოლო სახელმძღვანელოში არსებული ლიტერატურა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც უფრო დააინტერესებდათ მოსწავლეებს( ჩემი დაკვირვებით როდონაიას წიგნებში შეტანილი ნაწარმოებები მოსწავლეთა მეტ დაინტერესებას იწვევდა  გამეზარდა კლასში სახალისო აქტივობების რაოდენობა: როლური თამაშები, ინტერვიუები გმირებთან, ინტერვიუები მწერლებთან, იმიტირებული სასამართლოები, გაკვეთილები კლასის გარეთ.  მეტი სიხშირით გამომეყენებინა გაკვეთილის ახსნისას საპრეზენტაციო პროგრამა ,,power-point”-ი ,ასევე ,,movie maker”. Yout-tube-ზე არსებული მასალებით გამემრავალფეროვნებინა კლასში სასწავლო გარემო  გამეზარდა ისეთი საშინაო დავალებების რაოდენობა, რომილთა მოომზადებაში მათ კომპიუტერი დასწირდებოდათ,ნამუშევრები კი წარმოედგინათ ტექნოლოგიების საშუალებით.  შემეფასებინა ინტერვენციები და შედეგები გამეცნო კოლეგებისთვის ინტერვენციების შეფასება  ჩემ მიერ კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენებამ გამოიწვია რთული ქცევის პრევენცია( სიხშირის შემცირება)  ინტერაქტიული მეტოდების გამოყენებამ გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა  ჩემ მიერ მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულების შეცვლამ გავლენა იქონია მოსწავლეების ჩართულობაზე  თვითდაკვირვების დღიურების წერამ დააფიქრა მოსწავლეები , თავიანთ ქცევაზე ,შემცირდა წამოძახილები და უხეში გამონათქვამების მათს ლექსიკონში  მრავალფეროვანი ლიტერატურისა და ინტერნეტრესურსების გამოყენების შედეგი ის იყო, რომ მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო იყო. კვლევის რეფლექსია და გამოცდილების გაზიარება როდესაც გადავწყვიტე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა მეკვლია, გავაცნობიერე ისიც -რამდენად სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე. მივიჩნიე,ერთიმხრივ, რომ მხოლოდ ერთი ტრენინგის გავლა საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა ისიც გავაცნობიერე, რომ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას თუ პრაქტიკაში არ გამოვიყენებდი და არ განვახორციელებდი წინ ,ნამდვიალად ვერ წავიდოდი. ამიტომ ჩემს თავს რამდენიმე კითხვა დავუსვი  ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან რომელია პრიორიტეტული საკითხი, რომლითაც უნდა დავიწყო კვლევა?  გასწვდება ჩემი ძალები და შესაძლებლობები ამ საკითხის კვლევას?  ჩემი კოლეგებიდან ვის შემიძლია მივმართო დახმარებისთვის?  კიდევ რომელი კოლეგისთვის/კოლეგებისთვის იქნება ჩემ მიერ შერჩეული საკითხი პრიორიტეტული, რათა ერთობლივად დავგეგმოთ კვლევა?  რამდენად მაქვს/გვაქვს წარმატების შანსი? ამ კითხვებზე პასუხი უნდა გამეცა.საკვლევი საკითხის განსაზღვრა არ გამჭირვებია ,რადგან ამაზე ადრეც მიფიქრია, რაც შეეხება ძალებს შევძლებდი თუ არა კვლევის განხორციელებას-ამაზე პასუხი მიჭირდა .თუმცა თუ ნაბიჯს არ გადავდგამდი, კვლევას ვერასდროს განვახორციელებდი. თანამედროვე განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა და გამოწვევებმა იმაშიც დამარწმუნა,რომ ეს უნდა გამეკეთებინა. რაკი ეს ჩემი პირველი კვლევა იყო ,აუცილებლად დამჭირდებოდა კოლეგების დახმარება. თუმცა ისიც ვიცოდი , ჩემს მსგავსად ,მათაც არ ჰქონდათ ამ სფეროში გამოცდილება. ცნობისმოყვარეობამ და ,,თეორიულმა ინტერესებმა“ დაგვარწმუნა რომ ერთდროულად გადაგვედგა ნაბიჯი. თანხმობა რამდენიმე მასწავლებელმა განაცხადა. რაკი საჭიროებები სხვადასხვა გამოიკვეთა , საკვლევად სხვადასხვა საკითხი ავიღეთ. თუმცა ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს.. ჩემ მიერ საკვლევად აღებული თემა ,,კლასის მართვა“ ,ვფიქრობ, მასწავლებელთა უმრავლესობისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო. წამოძახილები ,მოსმენის კულტურის არქონა მოსწავლეეებში, საინტერესო და სწორად დაგეგმილი გაკვეთილი -ყველა მასწავლებლის პრობლემაა. გარდა ამისა, კლასში თუ ხმაური არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლასში პრობლემა არ არის. როდესაც მათ ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, აღიარეს, რომ ეს საინტერესი იქნებოდა, თუმცა ნაწილმა აღიარა, რომ გამოცდილება არ ჰქონდათ, ნაწილისთის სამოდელო გაკვეთლების ჩატარება აღმოჩნდა პრიორიტეტული და ერთწლიან სამოქმედო გეგმაში სწორედ ეს საკითხი ჰქონდათ შეტანილი. ნაწილი კი ამბობდა, რომ ტრენინგიც კი არ გაუვლიათ ამ თემაზე და საკუთარი ძალებით კვლევის წარმართვას ვერ შეძლებდნენ. მათმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადამედგა,_ და ჩემი მოკრძალებული გამოცდილება მათთვის გამეზიარებინა... კვლევის პროცესი საინტერესო იყო, განსაკუთრებით კი როცა მოსწავლეების ინტერვიუების პასუხებს ვკითხულობდი. მათმა პასუხებმა, რომ ,,კლასის მართვა ნაწილობრივ მიჭირს“ მიმახვედრა, რომ ინტერვენციები უნდა განმეხორციელებინა. ინტერვენციებად დავისახე კლასის მართვის სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა. მაგრამ ერთია, გაეცნო სტრატეგიას ,მეორე-განახორციელოცო და დანერგო. ეს იმას ნიშნავს ,რომ შეცვალო შენი აქამდე არსებული პედაგოგიური პრაქტიკა. ამან ერთ რამეზეც დამაფიქრა- როცა მოსწავლეს სთხოვ, რომ არ წამოიძახოს, აცალოს მეგობარს საუბარი,და ა.შ ქცევის შეცვლა ადვილი სულაც არ არის... ამით იმის თქმა მსურს, რომ გამიჭირდა ცვლილება. იმ მასწავლებლების გაკვეთილზე დასწრებამ , რომელთა გამოცდილების გაზიარებბა გადავწყვიტე, დამანახა ,რომ მოსწავლის ქცევებზე სწორად არ ვრიაგირებდი:შემემცირებინა ყურადღება ნეგატიურ ქცევებზე, მესწავლებინა, გამომეყენებინა იგნორირება, როგორც უკანასკნელი საშუალება, სწორად შემერჩია განმამტკიცებელი სტიმულები და ა.შ. კვლევის პროცესში ყველაზე საიტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის ურთიერთდაკვირვება ფარულად და დაკვირვების შედეგების წაკითხვა კლასში.ვფიქრობ, ამან შედეგი გამოიღო, დააფიქრა და მიახვედრა.დაგეგმილი ინტერვენციები სწორად დაგეგმილი იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის მიგნებები ,რომლებიც გამოიკვეთა ღირსების შემლახავი ფრაზების გამოყენება მხოლოდ ჩემი გაკვეთილის პრობლემა არაა .ამისი მიზეზები მოსწავლეთა მენტალობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ან სულაც ოჯახური გარემოა. ვფიქრობ, ეს ცალკე სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ასევე ვერ შევძელი ტრენინგის გავლა კლასის მართვის სტრატეგიებზე. საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ ,საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ,ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ,იმისდა მიუხედავად, როგორ შეაფასებენ მას ჩემი კოლეგები. გამოყენებული ლიტერატურა 1. http://mastsavlebeli.ge/?p=3527 2. http://www.tpdc.ge/uploads/banners/martva.pdf 3. https://docs.google.com/presentation/d/1zL5AOb9MNBqOsmkSdlBFRHcB4Y03YGrnusJcTwYnDgI/edit#slide=id.p35 4. http://eprints.iliauni.edu.ge/2695/1/Pages%20from%20V.%20Khelisupali%20%20G.%20Goomareli%20N.%20Chitanava.pdf 5. http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/problemuriqceva.pdf 6. 1. რობერტ ჯ. მარზანო (2009) კლასის მართვა, პირველი ქართული გამოცემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 7. 2. ია კუტალაძე (რედ.) (2010) ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია. 8. 3. სასწავლო და პროფესიული გარემო (2011) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა “საქართველოს მაცნე” 9. ,,რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებაში“ - ავტორი ლია წულაია (2008წ). 10. ,,თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ - ავტორი თინათინ ზურაბაშვილი (2006წ). 11. ინასარიძე.მ. , ლობჟანიძე.ს., რატიანი.მ, სამსონია.ი. (2016) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწ. II..მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/81663-%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/86/user:%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%20%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%90:show:channel

No comments:

Post a Comment